ბაღის ცხოვრებაში ზეიმი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო მოლოდინი, რაც ბავშვებში ღრმად აღიბეჭდება. წელიწადის ვერცერთი დრო ვერ ჩაივლის ბავშვისთვის შეუმჩნევლად. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ამინდს, ცას. ვმღერით წელიწადის დროის შესაფერ სიმღერას, ვარჩევთ შესაბამის ზღაპარს, ხელსაქმეს, ვდგამთ ფერხულს. ამგვარი განცდების კულმინაცია არის წლის დროთა ზეიმები საბავშვო ბაღში. ყველა ზეიმი ხასიათდება თავისი ფერით, გემოთი, სუნით. წლის ზეიმები გვაახლოვებს ბუნებასთან. დღესასწაულების ყოველწლიური გამეორებით ყალიბდება ბაღის ტრადიციებიც.

დაბადების დღის აღნიშვნაც მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ბავშვისთვის. ამ დღეს იუბილარი არის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. მას ბავშვები უსურვებენ კეთილ სურვილებს. საუზმეც განსაკუთრებული გვაქვს - ნამცხვრით  და ხილით.